“ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!”

აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის პრესსამსახური ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით განცხადებას არ ავრცელებს.