უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის სასამართლომ 21 წლის რუს ჯარისკაცს, ვადიმ შიშიმარინის, ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის პირველი რუსი ჯარისკაცია, რომელსაც უკრაინა ასამართლებს.

შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ტელეფონზე საუბრობდა და სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა.

მას ბრალი ედებოდა ომის დანაშაულის ჩადენასა და განზრახ მკვლელობაში. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ოკუპანტმა ზემდგომის ბრძანება შეასრულა.