უნგრეთი დანილოვის გავრცელებულ ინფორმაციას “ფეიკ ნიუსს” უწოდებს

უნგრეთის პრემიერმინისტრის პრესმდივანი, ზოლტან კოვაჩი “ფეიკ ნიუსს” უწოდებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უნგრეთმა იცოდა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შესახებ.

კოვაჩის თქმით, ტყუილების გავრცელებით უნგრეთი თავის პოზიციას არ შეცვლის უკრაინისთვის იარაღის არმიწოდებასთან დაკავშირებით.

“პასუხი ყალბ ამბებზე: 3 აპრილს უნგრელებმა გადაწყვიტეს, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწვდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის, უკრაინა არ მიესალმება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყალბი ამბების გავრცელება და სიცრუის წერა ჩვენს პოზიციას არ შეცვლის”, – წერს კოვაჩი ტვიტერზე.

ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, უნგრეთს სურდა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის მისაკუთრება.