უნგრეთმა იცოდა რუსეთის თავდასხმაზე და ტერიტორიის ნაწილის წაღება სურდა – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უნგრეთმა იცოდა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავდა და ტერიტორიის მიტაცება უნდოდა.

“უნგრეთი ღიად აცხადებს თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან. მეტიც, პუტინმა წინასწარ გააფრთხილა, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა იქნებოდა. თქვენ ნახეთ მათი პოზიცია”. – თქვა დანილოვმა.

მისივე მტკიცებით, უნგრეთს უკრაინის ტერიტორიის მიტაცებაც სურდა.

“რატომღაც თვლიდნენ, რომ ტერიტორიის საკუთარ წილს წაიღებდნენ. ეს არასდროს მოხდება. ვნახავთ, ამ ქვეყნისთვის რა შედეგები მოჰყვება ომს”,– აღნიშნა დანილოვმა.