უნდა შევადაროთ გომელაური მერაბიშვილს, მიხეილ ჩხენკელი ნიკა გვარამიას – პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას სიძულვილის ენით აგრძელებს. ის მთავარი არხის დამფუძნებელს, ნიკას გვარამიას “გარყვნილების პროპაგანდისტს” უწოდებს და მოსახლეობას მოუწოდებს, ამჟამინდელი და წინა ხელისუფლების მინისტრები ერთმანეთს შეადაროს.

“უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, უნდა შევადაროთ ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს. უნდა შევადაროთ გრიგოლ ლილუაშვილი ახალაიას და სხვა უამრავ სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ მკვლელებს და კორუმპირებულებს, რომლებიც ანგრევდნენ ჩვენს ქვეყანას. უნდა შევადაროთ მეცნიერი კაცი მიხეილ ჩხენკელი ნიკა გვარამიას, ბატონებო, ნიკა გვარამიას, რომელიც არის გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტი ქვეყანაში და რომელიც იყო განათლების მინისტრი”,– ამბობს პრემიერი სამტერდიაში მერობის კანდიდატის წარდგენისას.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილმა ადამიანებმა “სააკაშვილის მეთაურობით ერთხელ უკვე გაანადგურეს ქვეყანა და ტერიტორიები დაგვაკარგინეს”.