„უპილოტო აპარატების საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ოკუპირებულ აფხაზეთში

spot_imgspot_img

დღევანდელი დილა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი გაფრთხილებით გაუთენდა: აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულია უპილოტო აპარატების საფრთხე…

აფხაზეთში „უპილოტო საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ყოველდღიურობად იქცა. ე.წ. თავდაცვის უწყება მოსახლეობას საგანგებო ინსტრუქციებით მიმართავს – უკრაინული დრონების აქტიურობამ საოკუპაციო ხაზს მიღმა უსაფრთხოების ილუზია საბოლოოდ გააქარწყლა.

საგანგებო რეჟიმი არცთუ იშიათად ცხადდება და ე.წ. თავდაცვის უწყება იძულებულია ადგილობრივ მცხოვრებლებს უსაფრთხოების მკაცრი წესების დაცვა სთხოვოს.

ამ ოფიციალურ მიმართვებში მოქალაქეებს შემდეგი მითითებების შესრულებას სთხოვენ: დაუყოვნებლივ დატოვეთ ღია ადგილები და გადაადგილდით მინიმუმ 100 მეტრის დაშორებით უახლოესი შენობების ან ხეების საფარქვეშ; ნუ დარჩებით საფრენი აპარატის პირდაპირი ხედვის არეალში; გააფრთხილეთ გარშემომყოფები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; ნუ შეეცდებით აპარატის ჩამოგდებას იმპროვიზებული საშუალებებით და კატეგორიულად მოერიდეთ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებთან შეხებას.

ეს განგაშები და შეზღუდვები პირდაპირ კავშირშია იმ სამხედრო ინფრასტრუქტურასთან, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წლებია ავითარებს.

მაგალითად, ოჩამჩირის პორტი ამჟამად მოქმედებს, როგორც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე დამხმარე და ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი. ნოვოროსიისკზე უკრაინული თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა სწორედ ოჩამჩირეში დროებით გადაისროლა სამაშველო-საბუქსირე გემები და მცირე ლოგისტიკური აპარატები.

მარტში მომხდარი ინციდენტის დროს, აფხაზეთის ცაზე ერთდროულად 30-მდე უკრაინული დრონი დაფიქსირდა, რაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ-მა შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ადგურ გუმბამ ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ დრონების სამიზნე რეალურად არა აფხაზეთი, არამედ სოჭი იყო.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწორედ აფხაზეთთან მიმართებაში განაცხადა, – „ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით“. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობამაც დაადასტურა, რომ საერთაშორისო სამართლით აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, თუმცა იქ განთავსებული ნებისმიერი რუსული სამხედრო ობიექტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება, ავტომატურად ხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე.

შექმნილი ვითარებით მოსახლეობა სერიოზულად არის შეშფოთებული, რაც სოციალური ქსელებიდანაც ჩანს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, სოფელ პაკუაშში დრონის ნამსხვრევებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რამაც რამდენიმე სოფლის სრული პარალიზება და ენერგოკრიზისი გამოიწვია. გარდა ამისა, დრონების აქტივობის ტალღის დროს პერიოდულად იკეტება რუსეთთან დამაკავშირებელი ფსოუს სასაზღვრო გამშვები პუნქტიც. ადგილობრივ სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე მოსახლეობა სულ უფრო ხშირად გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ მოსკოვის მიერ აღთქმული „უსაფრთხოების გარანტიები“ რეალურად არ მუშაობს და უკრაინაში რუსეთის ომის გამო ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებს სიმშვიდე დაერღვათ.

spot_imgspot_img

პოპულარული

აფეთქება მოსკოვის რესტორანში–არიან დაღუპულები და დაჭრილები

მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვში,...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში:რა არის ცნობილი გენერალ ჩაიკოს შესახებ?

მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, რესტორან „ბალზი როსისთან“ მომხდარი აფეთქება...

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 პირი

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე,...

საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორის“ Facebook გვერდი წაიშალა

საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდი წაიშალა. როგორც ჟურნალისტ მარი...

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – ხაბეიშვილი

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“  -...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის ავტომობილი აფეთქდა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ დიდ ისტოკში (ეკატერინბურგის სიახლოვეს), რუსული...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ...
spot_img

ყველა ამბავი

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის ავტომობილი აფეთქდა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ დიდ ისტოკში (ეკატერინბურგის სიახლოვეს), რუსული FPV-დრონების „უპირის“ მწარმოებლისა და ცნობილი Z-არხის („Повёрнутые на войне“) ავტორის,...

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – ხაბეიშვილი

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“  - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.„ნამდვილი...

გუდაურში იგეგმება ახალი ტრასებისა და საბაგიროს მოწყობა – კობახიძე

"გუდაურში იგეგმება ახალი ტრასებისა და საბაგიროს მოწყობა" - "ქართული ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო ზამთრის სეზონისთვის გუდაურში ახალი...

ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა

14-დღიანი პატიმრობის შემდეგ „ფორმულას“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. ვახო სანაია პირველია, ვინც სოციალურ ქსელში...

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთთან სამთავრობათაშორისო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, რომელიც ე. წ. რესპუბლიკის 2026–2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური...

ტულის ოლქში დრონის დარტყმის შემდეგ „Wildberries“-ის საწყობი იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ტულის ოლქში „Wildberries“-ის ლოგისტიკურ ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ოთხშაბათს,...

რუსეთის მასირებული საჰაერო შეტევა კევზე–არის მსხვერპლი

„ამ ღამით კიევის ოლქმა კვლავ გადაიტანა მტრის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თავდასხმა. სამწუხაროდ, რუსეთის დარტყმას 14 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა“,...

„სირცხვილი შიგნიდან მჭამდა“–FBI-ის აგენტმა აღიარა, რომ „მტრული“ ანგარიშებიდან ერთი მილიონი დოლარი მოიპარა

FBI-ის აგენტი აშშ-ის ხელისუფლებას ჩაბარდა და აღიარა, რომ უცხოელის კრიპტოვალუტის ანგარიშებიდან, რომელთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა, საკუთარ ანგარიშზე...

Reuters:აშშ-მა ირანთან ომში შორი მოქმედების რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურა

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სახმელეთო ბაზირების შორი მოქმედების რაკეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა. ასეთი რაკეტების მცირე...

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ

საქართველოს მთავრობამ 3 აგვისტოს დაამტკიცა დადგენილება საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლო უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის შესახებ....

საფრანგეთისა და ბრიტანეთის მესაზღვრეებმა ლა-მანშში ცეცხლმოკიდებული ნავიდან 150 არალეგალური მიგრანტი გადაარჩინეს

სამშაბათს, 4 აგვისტოს დილით, ლა-მანშის სრუტეში ნავს ცეცხლი გაუჩნდა. ნავზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში არალეგალურად...

გიორგი ბურჯანაძე: პატიმართა რაოდენობა საქართველოში 18 თვეში 43%-ით გაიზარდა

18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში...