“ვფიქრობ, რომ უსამართლოა” – ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეხმიანება გამკაცრებულ სანქციებზე აშშ–ს საელჩოს განცხადებას და მას “უსამართლოს” უწოდებს.

“ვფიქრობ, რომ უსამართლოა. თვითონ კანონმდებლობის შინაარსზე არ წერია, არის პროცედურაზე”, – თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, იმედგაცრუებლია, რადგან ქართულმა ოცნებამ მოლოდინები არ გაამართლა.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ნახეთ, რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით.

პარტია გირჩის ლიდერი ამბობს, რომ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.