“ფარისევლურია” – გია ვოლსკი 72 ევროპელი პოლიტიკოსის წერილზე

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი 72 ევროპელი პოლიტიკოსის, მათ შორის, 25 ევროპარლამენტარის ღია წერილს “ფარისევლურს” უწოდებს. წერილში გავლენიანი პოლიტიკოსები სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

“ფარისევლურია ეს განცხადება, ვინაიდან არა მარტო იმ დანაშაულებებშია მხილებული იგი საზოგადოების მიერ. საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტად არის ინფორმირებული იმ მკვლელობების თაობაზე, რომელიც მისმა კასტამ ჩაიდინა. უამრავი ნაწამები ადამიანი და არამარტო ნაწამები ადამიანი, ღირსებაშელახული ადამიანი, დაკავშირებულია იმ მმართველობასთან, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ამ განცხადებაზე ხელმომწერები, ყველანი, თითოეული მათგანი, უპირისპირდება იმ ოჯახს, რომლის კისერზეც, რომლის ისტორიაზეც, რომლის ყოველდღიურობაზეც გადაირა იმ რეჟიმმა, რასაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა”, — ამბობს ვოლსკი.

ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ანალიტიკოსები, ყოფილი ელჩები და გავლენიანი პოლიტიკოსები ევროპიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ვიდრე მას არ მიეცემა საშუალება, წარდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე.