70-ზე მეტი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ანალიტიკოსები, ყოფილი ელჩები და გავლენიანი პოლიტიკოსები ევროპიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

მათ გამოაქვეყნს ღია წერილი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა უნდა შეწყდეს, ვიდრე მას არ მიეცემა საშუალება, წარდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე.

“როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო ათეულობით ყოფილ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც გაასამართლეს მათმა მემკვიდრეებმა. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის ნასამართლობისა, ბრალდება საერთაშორისოდ არ იქნა აღიარებული, რის გამოც არავის მოუხდენია მისი ექსტრადირება საქართველოში. ის განაგრძობდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები იყო პოლიტიკური დევნის აშკარა ნიმუში.

ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებში იმყოფება და რაც გამოწვეულია უკიდურესი პოლარიზაციით, თავისუფალი მედიის კონტროლის ვნებით. პოლიტიკური კრიზისის გამოვლინებაა ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის, პოლიტიკური ოპოზიციისთვის სივრცისა და რესურსის შეზღუდვის მცდელობები”,– ვკითხულობ წერილში.

მათივე შეფასებით, ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედებების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების გარშემო.

ევროპელები აღნიშნავენ, რომ საქართველოში პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც ქვეყნისთვის საუკეთესო დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას.

„საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მას არ ექნება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე წარდგომის შესაძლებლობა, რათა პასუხი გასცეს მისთვის წაყენებულ ნებისმიერი ბრალდებას. საქართველოში მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის არარსებობის გამო, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეეწყოს დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის წინსვლას. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების ხანა საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო “ქართულმა ოცნებამ”. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომელიც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის“, – წერია წერილში, რომელსაც 70-ზე მეტი პოლიტიკოსი აწერს ხელს.

ღია წერილის ხელმომწერთა არასრული სია ასეთია:

  1. ვალდის ზატლერსი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი
  2. ვიქტორ იუშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი
  3. კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
  4. ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი
  5. იაჩეკ სარიუზ-ვოლსკი, ევროპარლამენტარი
  6. რიშარდ ანტონ ლეგუტკო, ევროპარლამენტარი
  7. რაფაელ ფიტო, ევროპარლამენტარი
  8. ელჟბიეტა რაფალსკა, ევროპარლამენტარი
  9. კარლო ფიდანზა – ევროპარლამენტარი
  10. ვიტოლდ იან ვაშიკოვსკი, ევროპარლამენტარი
  11. ლადისლავ ილჩიჩ – ევროპარლამენტარი
  12. დეის მელბარდე – ევროპარლამენტარი
  13. ელზბიეტა კრუკი, ევროპარლამენტარი
  14. რობერტ ზილე, ევროპარლამენტარი
  15. ბეატა მაზურეკი, ევროპარლამენტარი
  16. შარლი ვაიმერსი, ევროპარლამენტარი
  17. სერხიო ბერლატო, ევროპარლამენტარი
  18. ბოდან ჟონცა, ევროპარლამენტარი
  19. რაფაელ სტანკანელი, ევროპარლამენტარი
  20. ვერონიკა ვრეციონოვა, ევროპარლამენტარი
  21. ადამ ბიელანი, ევროპარლამენტარი
  22. დომინიკ ტარჩინსკი, ევროპარლამენტარი
  23. ჰერმან ტერში, ევროპარლამენტარი
  24. ანა ზალევსკა, ევროპარლამენტარი
  25. კოსმა ზლოტოვსკი, ევროპარლამენტარი
  26. ზბიგნევ კუზმიუკი, ევროპარლამენტარი
  27. პატრიკ ტომაშ იაკი, ევროპარლამენტარი
  28. რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი
  29. რაფაელ გლუკსმანი, ევროპარლამენტარი
  30. რაიმუნდას ლოპატა, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის წევრი, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი
  31. ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
  32. ლაურინას კასჩიუნასი, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  33. ლაიმა ანდრიკიენე, ლიეტუვის სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  34. არმინას ლაიდეკა. ლიეტუვის სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  35. ალგირდას ბუტკევიჩიუსი- ლიეტუვის სეიმის ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  36. ვალენტინას ბუკაუსკასი, ლიეტუვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  37. მიხაი კამინსკი, პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერი.
  38. პაველ ფიშერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  39. ეერიკ კროსი, ესტონეთის პარლამენტის წევრი
  40. ვიტის იურკონისი, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი
  41. მარიუს ლაურინავიჩიუსი, ვილნიუსის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი
  42. ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი
  43. დანიელ ჰამილტონი, დიდი ბრიტანეთის კონსერვატორთა პარტიის წევრი
  44. ვალბურგა ჰაბსბურგ დაგლასი, შვედეთის პარლამენტის ყოფილი წევრი
  45. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (2009 – 2013)
  46. ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და ბორის ნემცოვის ფონდის თავმჯომარე
  47. ეკა ტყეშელაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
  48. დავით სიხარულიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი [2008-2009], პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლი საგარეო პოლიტიკის საკითხებში
  49. ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2007-2008 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
  50. ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსი
  51. თორნიკე გორდაძე, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი
  52. შოთა ღვინერია, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში

პოპულარული

თქვენი ხელფასებისთვის გაყიდეთ აფხაზეთიც და საქართველოს ინტერესებიც: ხმაური აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან

ხმაური იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური...

“ელიზბარაშვილი შეიარაღებული იყო და რესტორანში შეჭრას ცდილობდა ” – პროკურატურა რესტორნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის რესტორანში დაბრუნების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. უწყების...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები...

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა....

ევროკავშირში სომხეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია დაიწყეს

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვაჭრობის დროებითი ლიბერალიზაციის ზომები დაამტკიცა რუსეთის...

ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი - მე-6 წერილი ციხიდან. პატიმრობაში მყოფი...

ევროკავშირი უკრაინას “პეტრიოტების” შესაძენად 3.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ევროკავშირის წევრი...

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავ ვასილ...

ყველა ამბავი

დუგინი: „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“

რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ კიევს რუსეთის ჯარები „უახლოეს თვეებში აიღებენ“. „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“, — დაწერა დუგინმა თავის...

უკრაინა პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი წყლის კომპანიის წილის ჩამორთმევას ცდილობს–ნახეთ დავის დეტალები

ბრიტანული გამოცემა the guardian სტატიას აქვეყნებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დავასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებასთან. “უკრაინა ბრიტანელი თეატრალური პროდიუსერის მილიარდერი ოჯახის...

კანადის საპასუხო ტარიფები აშშ-ის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

კანადამ ამერიკულ საქონელზე დამატებითი, 50%-მდე ტარიფები დააწესა აშშ-ის ანალოგიური ზომების საპასუხოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავიამწარმოებელ Bombardier-ს მოსთხოვა, თვითმფრინავები...

პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ევროპის წინააღმდეგ ომს არ გეგმავს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა, ტელეფონით განიხილეს სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტები მოსკოვსა და...

რუმინეთმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ხელმძღვანელობით მზადდებოდა დივერსია, რომლის აღკვეთაც მოხერხდა. უწყების ცნობით, სამშაბათს,...

სუს-ის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემის საკითხი – სუსი

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს....

ევროკავშირი უკრაინას “პეტრიოტების” შესაძენად 3.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეთანხმებას უკრაინისთვის "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო კრიტიკული პროდუქციის...

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავ ვასილ მხეიძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების...

უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

უნგრეთის მთავრობამ 8 სექტემბერს რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელი დაითხოვა და მათ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა...

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი შეასრულებს.ემი დიაზი კვლავ მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება.ინფორმაციას აშშ-ის საელჩო...

დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა. გელოდები – წითლიძე გვარამიას

" დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა" -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი, ანა წითლიძე სოციალურ...

ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის...