“ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ფაქტების გარეშე ვრცელდება ასეთი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიერ. ამასაც აქვს ძალიან მარტივი მიზეზი – ადამიანები აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლებაში. ასეთ დროს ამგვარი ინტერესი არსებობს და სამწუხაროა, რომ მორიგი ასეთი განცხადება ვიხილეთ, რომელიც არცერთ ფაქტს არ ეფუძნება. არცერთი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი.

შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინის მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ხალხებს შორის. მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, რომ გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს”

ასე ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, რომ რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს საკუთარი პროდუქტის რეექსპორტის საკითხზე.