ფერის მაგია–რა ფერები ავირჩიოთ საახალწლო სამოსისა და დეკორისთვის

ფერის მაგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს იღბლის მოზიდვაში. საახალწლო რიტუალებს შორის სწორი ფერების შერჩევაც არის ახალი წლის დასახვედრად.  მომავალი წლის სიმბოლოს – შავი კურდღლის სახელიდან გამომდინარეც ცხადია, რომ წელს ეს  ფერი შავი იქნება. მაგრამ არის სხვა ფერებიც, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ მომავალ წელს გაგიმართლოთ.

რა ფერები მოეწონება შავ კურდღელს?

შავი თამამად უნდა შეუთავსოთ თქვენს ფავორიტ ფერებს. კურდღელს არ ეშინია ექსპერიმენტების, მაგრამ რადგან ეს წყლის ნიშანია, მას ასევე მოსწონს ლურჯის ყველა ელფერი. ისინი ქმნიან სიღრმისა და საიდუმლოების, სიმშვიდის, დამოუკიდებლობისა და სიძლიერის ეფექტს. კურდღელი ასევე ახლოს არის ხმელეთის ბუნების ელემენტთან, მაგალითად, ხესთან. ამიტომ მწვანე და ყავისფერიც კარგი იქნება. ყველა ეს ფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ საახალწლო სამოსის არჩევისას ან ნაძვის ხის, ბინის და სადღესასწაულო სუფრის გაფორმებისას.

კიდევ რომელი ფერები მოგვიტანს ბედნიერებას მომავალ წელს?

ფერები, რომლებსაც 2023 წელს იღბალი და ბედნიერებას მოაქვს, არის:ვარდისფერი, ლურჯი, ყვითელი და წითელი. ეს ფერები ან ავლენს კურდღლის ძირითად ფერებს ან აბალანსებს მათ. შეეცადეთ საახალწლო დაირჩიოთ აქსესუარი ერთ-ერთი ასეთი ფერით.