ფერმერებს 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის დახარჯვა მხოლოდ აგრომაღაზიებში შეეძლებათ

სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე განმარტავს, რომ ფერმერებს, ვინც 1 ჰექტარზე მთვრობისგან 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, მისი დახარჯვა მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში, სამეურნეო საქონელის ყიდვისას შეეძლებათ.

მისი თქმით, ფერმერებს პლასტიკური ბარათები დაურიგდებათ.

„დაურიგდებათ „ლიბერთი ბანკის“ პლასტკიკური ბარათები ან შესაძლოა მათ ეს ბარათები უკვე აქვთ, სადაც დაერიცხებათ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 200 ლარი და შემდეგ ამ ბარათების გამოყენებას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ, სადაც არის სპეციალური ტერმინალები. ანუ, კონკრეტულად იმ პროდუქტით მოვაჭრე ობიექტებში, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარსამართადაა საჭირო, იქნება ეს შხამ-ქიმიკატები, მცენარეთა მოვლის საშუალებები თუ სხვა.

მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად ამ მაღაზიებში ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეს ბარათები გამოიყენონ და გაანაღდონ ის ქულები, რომლებიც ბარათზე დაერიცხებათ”,- განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“.

ცნობისთვის, მთავრობამ 12 მაისს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რის მიხევითაც, ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. დახმარება დაახლოებით 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება