ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” სახელი შეიცვალა და რეფორმების ჯგუფი ერქმევა

საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” სახელის შეიცვალა და “რეფორმების ჯგუფი” დაირქვა.  ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

“საპარლამენტო ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის გადაწყვეტილებაა, ფრაქციის წესდებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. ფრაქციას განესაზღვრა ოფიციალური სახელწოდება – რეფორმების ჯგუფი“, – თქვა კახა კუჭავამ.

ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი 2021 წლის ივნისში შეიქმნა. მასში გაწევრიანებულია 7 დეპუტატი: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანგჯალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.