ირპენში დაბრუნება 1 თვის განმავლობაში შეუძლებელი იქნება – მერი მოქალაქეებს

ირპენის მერის განცხადებით, გათავისუფლებულ ქალაქში დაბრუნება მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელი არ იქნება.

“მინდა მივმართო ჩვენს ქალაქელებს. ჯერ არ ვბრუნდებით ქალაქში, უსაფრთხო არ არის. გეტყვით როდის დაბრუნდებით, მაგრამ მომავალ თვეში დაბრუნება ნამდვილად შეუძლებელია.

მოგვეცით დრო, რომ მტერს გავუმკლავდეთ. თავისუფალი ირპენი თავისუფალი ბუჩას, ვორზელისა და გოსტომელის გარეშე არ არსებობს. იმიტომ, რომ ჭურვები იქიდან მოდის. როცა ამ ქალაქებს გავათავისუფლებთ, გაგვიადვილდება ქალაქის აღდგენაზე მუშაობა”,– თქვა მერმა ბრიფინგზე.

მარკუშინმა თქვა, რომ ირპენი 100%-ით უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ის მუდმივად იბომბება.

მანვე აღნიშნა, რომ ქალაქი დანაღმულია, ამიტომ მიმდინარეობს მისი გაწმენდა.