ქობულეთში დააკავეს კაცი, რომელმაც 15 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა

ქობულეთში 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. დააკავეს. მას ბრალად ედება სექსუალური კავშირის დამყარება 15 წლის გოგონასთან.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.

დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.