“მნიშვნელოვანია პრევენციული ზომები გავააქტიუროთ. პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, არ აღემატება 35%-ს. ასევე, არის რეგულაციების დარღვევა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ჩვენ ამას ვხედავთ, იგივე ქუჩის აქციებზე არანაირი წესი დაცული არაა, ეს ყველაფერი კვებავს ეპიდემიას.

ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული რჩება. 60-65 ათასი აქტიური შემთხვევა დღის განმავლობაში შეიძლება ჯანდაცვის სექტორმა გაატაროს და გაუძლოს, თუმცა დაღლილობის ხარისხიც იზრდება. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად ვაქცინაცია, განსაკუთრებით, 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში ვაქცინაცია, რათა სიკვდილიანობა შემცირდეს”

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ბრიფინგზე.