ღაზაში „ჰამასის“ სამი მეთაურია ლიკვიდირებული – IDF

ღაზაში „ჰამასის“ სამი მეთაურია ლიკვიდირებული – ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინებიან. მათი თქმით, დარტყმები სამხედრო დაზვერვის დირექტორატის მიერ მათი ადგილსამყოფლის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შემდეგ განხორციელდა.

ასევე საჰაერო იერიში მიიტანეს და გაანადგურეს შენობა, რომელსაც „ჰამასი“ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის იარაღის საწყობად, იყენებდა.