“საქართველოს ანტივაქსერული მთავრობა ზუსტადაც რომ თავიდანვე ამ ლოგიკით მოქმედებს, რომ მაქსიმალურად ასიამოვნონ შავრაზმულ, რუსულ, ანტივაქსერულ ჯგუფებს. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ უთხრა ამ ჯგუფებს – ჩვენ ერთნი ვართ, ერთად ვართ, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც თქვენ გესიამოვნებათ და არა ისე, როგორც სჭირდება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასა და ვაქცინაციის წახალისებას”

ასე ეხმიანება ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი მწავანე პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილებას.