ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს და მათი გამოცდის ბრძანება გავეცი – განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პუტინის განცხადების საპასუხოდ.
“აშშ-ს სხვა ყველა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს. ამას ჩემი პირველი ვადის დროს, არსებული იარაღის განახლებით მივაღწიეთ. ამ უზარმაზარი გამანადგურებელი ძალის გამო, ძალიან არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. რუსეთი მეორეა, ხოლო ჩინეთი მესამე, თუმცა 5 წელში გათანაბრდება. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყნებს იარაღის გამოცდის პროგრამები აქვთ, ომის დეპარტამენტს ბრძანება მივეცი, თანაბარ დონეზე დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა” – წერს ტრამპი.
ვლადიმირ პუტინმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ გასულ დღეებში ჩატარებული ბირთვული ძალების წვრთნების ფარგლებში წარმატებით გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე “შეუზღუდავ მანძილზე მფრენი” ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი, რომელიც, მისი თქმით, ნებისმიერ თავდაცვით ფარს გაარღვევს.















