ყირიმში მოსახლეობა ქიმიური საფრთხის შემთხვევაში მოქმედებისთვის ემზადება

დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტები მოსახლეობას აცნობებენ მოქმედებებს საჰაერო განგაშის, ასევე ქიმიური და ბაქტერიოლოგიური საფრთხის შესახებ.

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საღამოს შეჯამებაში.

„სიმფეროპოლში საოკუპაციო ხელისუფლება ახორციელებს ზომებს მოსახლეობის ინფორმირებისთვის საჰაერო განგაშის, აგრეთვე ქიმიური და ბაქტერიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში ქმედებების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ხერსონის ოლქის ჩაპლინკას დასახლებაში დამპყრობლები ეძებენ ანტიტერორისტულ ოპერაციაში (ATO) მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებს და უშიშროების ძალებს. გარდა ამისა, გრძელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების პერსონალის საცხოვრებლად მიტოვებული საცხოვრებელი კორპუსების ძებნა.