“კალციუმისა და ცილების დრამატულმა დაცემამ შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას მისმა ადვოკატმა და “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა.
”მართალია დაუძლურებულია. პროგნოზს ვეღარ გავაკეთებ. ეს ის ვითარებაა, სადაც ადამიანი არ იღებს კალციუმს და ცილებს, იღებს მხოლოდ გლუკოზას და მთავარია კალციუმი და ცილები და შეიძლება მათმა დრამატულმა დაცემამ წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა. რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია დანის პირზე სიარული, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე სიარული. პირდაპირ გეტყვით, ლატარეას თამაშობენ 50/50-ზე ალბათობით. ამის კონსტატაციას ვახდენ უკვე, ემოციურად გადმოცემის თავიც და სურვილიც აღარ მაქვს. ფაქტი არის ეს, ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგოს,” – ამბობს ნიკა გვარამია.