“კომისიის შეფასება ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალ კვირას მოხდეს, რის შემდეგაც დაიწყება განხილვა წევრ ქვეყნებს შორის შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თავს შევიკავებ სპეკულაციებისგან, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით – იქნება ეს მოლოდინებზე ნაკლები თუ მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე, ერთი პრინციპული დასკვნა უცვლელია – დროა, საქმეს შეუდგეს […]

საქართველომ წლების განმავლობაში აშკარად დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე. თუმცა, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა დროს, როცა ევროკავშირი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ტრაექტორიით. ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელება, პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ასევე COVID პანდემია. ბოლო თვეების მოვლენებმა ასევე აღძრა კითხვები, საით მიემართება საქართველო”

განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.