შოვში, უამინდობის გამო ორმა ვერტმფრენმა დროებით მუშაობა შეწყვიტა

შოვში, უამინდობის გამო ორმა ვერტმფრენმა დროებით მუშაობა შეწყვიტა, სამძებრო სამუშაოებს კი მაშველები აგრძელებენ. ვერტმფრენები ონის ცენტრალურ სტადიონზე არიან გაჩერებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს რომ დაკარგულთა რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ახლა ტურისტული სეზონია და შოვი დამსვენებლებით სავსე იყო.

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, პრემიერის განცხადებით, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.

სტიქიის ზონიდან გუშინდელიდან დღემდე ჯამში 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი ნაწილი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას დღეს დილით გადმოიყვანეს.