შსს-მ ბოლო 24 საათში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 109 პირი დააჯარიმა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შეზღუდვების და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 132 ადამიანი დააჯარიმეს.

მათგან 109 ადამიანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდა.

პოლიციამ მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 10 მოქალაქე დააჯარიმა, ხოლო 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის – 13 .

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000.