შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის კიდევ 87 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 87 პირი დაჯარიმდა.

ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 3 მოქალაქე დააჯარიმეს.

ასევე, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 1 მოქალაქეს გამოუწერა ჯარიმა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.