მე, როგორც ადამიანს და იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელმაც ბევრი იმუშავა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე – ერთერთი პირველი ვიყავით, რომლებიც საპარლამენტო ბოიკოტში გავედით, საერთაშორისო ველზე სააკაშვილის გადარჩენის საკითხს ვაყენებდით, ბოდიში და კეთილი ინებონ და, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთონ განცხადება და ჩაგვაყენონ საქმის კურსში, სად წავიდა დემენცია, სად წავიდა 40 ისეთი დაავადება, რომელიც სიკვდილამდე მიყავდა? რას აკეთებენ საერთოდ და როგორ გვატყუებენ კოლეგებს?[…] ამ ქვეყნის პოლიტიკა სათამაშო არ არის. არ არის სათამაშო, რომელზეც იტყვი, რომ დღეს მოქალაქე ვიქნები, ხვალ აღარ ვიქნები – სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მივირებ და დავკარგავ. ვიტყვი რომ უკრაინელი ვარ, ამ ქვეყნის პოლიტიკაში ან მომავალში ვმონაწილეობ მხოლოდ და საქართველოს პოლიტიკას არ ვეხები, ჯერ ამას ამბობ, მეორე დღეს ამბობ განსხვავებულ პოზიციას, ეს გაუგებარია საერთოდ. ან რა ტიპის თანამონაწილეობაზეა საუბარი, ეს მათი არჩევანია, მათი პარტიის და სააკაშვილი ყოველთვის იყო ჩართული ამ პარტიის მართვაში და არც არავის ჰქონია ილუზია, რომ ამ ყველაფერს თავს გაანებებდა და არ იქნებოდა მტავარი აქტორი ნაციონალურ მოძრაობაში. არა, ის ახლაც ცდილობს. უბრალოდ საჯარო განცხადებები და პირობები უნდობლობას აჩენს,“

ასე აფსებს ლელოს პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე  საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში.