ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ გიორგი გახარია შექმნის პარტიას – ზარქუა

” ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ გიორგი გახარია შექმნის პარტიას” – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც განაცხადა რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.

„მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მათ შორის მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ჭიდილი. ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ შექმნის იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც“, – განაცხადა ზარქუამ.