”ჩემი ცხოვრების ერთი თავი დავხურე, მიზეზიც მაქვს.. ” – ნათია ტრაპაიძემ “მთავარი არხი” დატოვა

ჟურნალისტმა, ნათია ტრაპაიძემ ტელეკომპანია “მთავარი” დატოვა. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook გვერდზე წერს. მისი თქმით, წამოსვლის მიზეზი ჰქონდა, თუმცა ამაზე საუბარს არ აპირებს.

”ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი თავი დავხურე … რა თქმა უნდა მიზეზიც მაქვს, მაგრამ ამაზე საუბარს არ ვაპირებ. წარმატებები ყველას და რა თქმა უნდა #თავისუფლებანიკას!!!” – წერს, ნათია ტრაპაიძე.