პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.