ჩვენმა ჯარმა პოპასნაიადან უკან დაიხია უფრო გამაგრებულ პოზიციებზე – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს პოპასნაიადან უფრო გამაგრებულ პოზიციებზე.

„სამწუხაროდ, ჩვენმა ჯარებმა მართლაც ცოტა უკან დაიხიეს პოპასნაიადან, რადგან ქალაქი ორ თვეზე მეტია დაბომბულია, არის ბომბები, რაკეტები, ნაღმები და არტილერია. იქ ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული. ამიტომ ჩვენებმა უკან დაიხიეს უფრო გამაგრებულ პოზიციებზე, რომელიც წინასწარ იყო მომზადებული“, – განაცხადა მან Unian-ის ცნობით.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები სევეროდონეცკი-ვოევოდოვკას მიმართულებით, ასევე გორსკაიას თემის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ისეთ დასახლებებს, როგორიცაა ტოშკოვკა, კატერინივკა, ზოლოტე.