დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ – პრეზიდენტი

“ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა”,– ასეთი კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანთან.

პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე დააფიქსირა.

ზურაბიშვილის თქმით, მან ხმა მშვიდად და თავისუფლად მისცა, რაც ყველა მოქალაქის შემთხვევაში ასე იქნება.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელო დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას, თავისუფლად, წყნარად. ამისთვის დიდი მადლობა ახლა რაც ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია გესაუბროთ ასე წყნარად, ასე უნდა იყოს ყოველთვის. მგონი ამას მივეჩვევით და ეს იქნება ჩვენი ძალიან ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით”,– თქვა პრეზიდენტმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნებზე მივიდნენ.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად ყველას მინდა მოვუწოდო, ძალიან მშვიდად მოვიდეს, დაცულია ყველა ზომები იმისთვის, რომ თქვენ ყველამ შეძლოთ მობრძნება და უბანზე თქვენი ხმის მიცემა, ნურაფრის გეშინიათ. დაიცავით დისტანცია თქვენ თვითონაც, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ რიგები დაიცვათ, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.