ჩინეთის ჰიმნის არცოდნა ჰონგ-კონგში დასჯადი ხდება – დემონსტრაციაზე, სადაც ახალ კანონებს აპროტესტებდნენ პოლიციამ 300 ადამიანი დააკავა

ჰონგ-კონგის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათი პროტესტის მიზეზი ჩინეთის მიერ შეთავაზებული ეროვნული უსაფრთხოების კანონია, რომელმაც უკვე გამოიწვია საეერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება. ჰონგ-კონგის მოსახლეობა თვლის, რომ ახალი კანონი მათ თავისუფლებას ზღუდავს.

ჰონგ-კონგის პოლიციამ პილპილის ბურთები, წიწაკის სპრეი გამოიყენა ხალხის წინააღმდეგ 300 ადამიანი კი დააკავა. სამართალდამცველებმა ხალხს ალყა შემოარტყეს და მათ ასფალტზე სასხდომა აიძულეს, სანამ ჩხრეკას უტარებდნენ.

გამომსვლელები გეგმავდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე მოსმენა ჩაეშალათ, თუმცა, შენობას პოლიციის დამატებითი ძალები იცავდა. კანონპროექტის თანახმად, ჩინეთის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება. კანონპროექტს კანონის ძალა, სავარაუდოდ, მომავალ თვეში მიეცემა.

“მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში გეშინიათ, ხმა მაინც უნდა ამოიღოთ”, თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ჩინეთის მიერ შეთავაზებულმა კანონებმა, შესალოა, საშუალება მისცეს ქვეყანას, რომ ჰონგ-კონგში ჯაშუშებისთვის ბაზები შექმნას.

ამ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა.

წყარო : ამერიკის ხმა