“ასეთი აჟიოტაჟი, რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითი, 21 საუკუნის ცენზორებისა, რომლებიც, ამ შემთხვევაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა აქცენტს აკეთებს განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი, ვთქვათ იგივე მიხეილ სააკაშვილის თუ ზურაბ ჟვანიას გვერდზე თანამედროვე ისტორიის კუთხით იყოს თუ არა ნახსენები… და ის, რომ ისინი ახლა იბრძვიან, რომ ამოღებული იქნეს წიგნიდან, ისინი სინამდვილეში იბრძვიან არა იმისთვის, რომ სახელმძღვანელოდან ან წიგნიდან იქნეს ამოღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემები, არამედ ისინი იბრძვიან, რომ ისტორიიდან იქნეს ამოღებული ამ ადამიანის როლი, ეს არის ბრძოლა ისტორიასთან, ეს არის პირდაპირი ცენზურა!”

აცხადებს ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ისტორიის სახელმძღვანელოზე.