რეჟიმის მიერ დაკავებულ, ექიმ გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა – ინფორამციას ამის შესახებ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი, ბორის ჩელე ყურუა ავრცელებს.
„ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა
დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა
ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ, კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან
თითქოს არსფერი ისეთი არ უქნიათ, ვერც იაზრებენ ალბათ რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს
საბოლოოდ George Akhobadze-ის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან“, – წერს ყურუა.
გიორგი ახობაძე ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ აქვს მისი მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი აქვს ინსულტი, წართმეული აქვს მეტყველება და არის მწოლიარე მდგომარეობაში.
შეგახსენებთ, გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.