ძილის იდეალური დრო 40 წლის ზევით–ახალი კვლევა

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მეტისმეტად ხანგრძლივი ან ხანმოკლე ძილი კოგნიტიური ფუნქციების და ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.

ახალი კვლევის თანახმად 7 საათიანი ძილი ოპტიმალური კოგნიტიური ჯანმრთელობის საფუძველია საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის.

კვლევის დროს  დაახლოებით 500 000 ზრდასრული, 38–73 წლის ასაკის ადამიანის მონაცემები გაანალიზდა. მონაწილეებს ეკითხებოდნენ მათი ძილის ჩვევების და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მეცნიერებმა ასევე ჩაატარეს კოგნიტიური ტესტირება, ჩაიწერეს გენეტიკური მონაცემები და ტვინის სკანირება გაუკეთეს დაახლოებით 40 000 ადამიანს.

მკვლევარების თქმით, მონაწილეებს, რომლებსაც 7 საათზე მეტი ან ნაკლები ეძინათ, დიდი ალბათობით დარღვეული ქონდათ კოგნიტიური ფუნქციები, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის, მხედველობითი ყურადღების, მეხსიერების და პრობლემების გადაწყვეტის უნარების ჩათვლით. მათ კი, ვისაც ყოველ ღამე დაახლოებით 7 საათი ეძინათ, საუკეთესო კოგნიტიური უნარები და შედარებით კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰქონდათ.

ტვინის სტრუქტურაში ცვლილებები, რომლებიც მეხსიერებასთან და კოგნიტიურ გადამუშავებასთან არის დაკავშირებული, ყველაზე ხშირად იმ ადამიანებში შეინიშნებოდა, ვისაც 7 საათზე მეტი ან ნაკლები ეძინათ. ძილის სტაბილური დრო ასევე გავლენას ახდენდა კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებასა და თვითშეგრძნებაზე.