“წადით შვილო, რას გვემართლებით, რა დაგიშავეთ? დაიღალა ქვეყანა მამაშენით“–ირაკლი ოქრუაშვილი ბერა ივანიშვილს

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი რეპერ ბერა ივანიშვილის ვიდეოს ფეისბუქით ეხმაურება. ვიდეოში, რომელიც ტიკ ტოკზე გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის შვილი შვიდ ენაზე საუბრობს. ოქრუაშვილი ფეისბუქზე წერს:

“ჟე სვი ჩარლი, ან შანტეე, ეგალიტეე, დეგააჟ.

მე ვარ ქართველი – მაშასადამე მე ვარ ევროპელი – “ნე ს სლავიანსკიმი კარნიამი პა მატერინსკოი ლინიი – კაკ ტი”.

ვეტყოდი მამაშენს მისთვის გასაგებ ენაზე რაც შარშან ვუთხარი კობა კოშაძე რომ დააჭერინა, მაგრამ ვალდებულება ავიღე ქვეყნის წინაშე, რომ ვიყო კონსტრუქციული, მშვიდი და პასუხისმგებლიანი.

წადით შვილო, რა გინდათ, რას გვემართლებით, რა დაგიშავეთ? ხალხი შიმშილობს და თქვენ დაგვცინიხართ. ან ჯარში წადით ან დასასვენებლად წადით ან სხვაგან წადით, დაიღალა ქვეყანა მამაშენით. მე რომ დავღალე ქვეყანა 2006-ში, ჩემით წავედი.

წადით…

Beggin, beggin yoouuu, put your loving hands out of my countryyyy…“– წერს ოქრუაშვილი.

რეპერმა ბერა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ Tik-Tok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა,  სადაც ის 7 ენაზე საუბრობს. გამოქვეყნებულ ვიდეოში მან თქვა:

“პოლიგლოტ შემოწმება: იმედია, ყველა კარგად არის. ცხადია, ვსაუბრობ ინგლისურად;შემდეგი ენა არის ფრანგული. ფრანგული ჩემთვის ერთ-ერთი პირველი ენაა. მე პარიზში დავიბადე და სკოლაში იქ დავდიოდი.

რა თქმა უნდა, ვლაპარაკობ რუსულადაც. მე ქართველი ვარ, მაგრამ დედის მხრიდან სლავური ფესვები მაქვს.

ბრაზილიელ ფანებს შევპირდი, პორტუგალიურს ვისწავლიდი, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის მეორე სახლივით არის. ვლაპარაკობ გვადალუპურ კრეოლიზე და ჰაიტურ კრეოლიზე.და რა თქმა უნდა, ქართული. ჩემი მშობლიური ენაა, რომელიც ყველაზე მეტად მეამაყება და მიყვარს”.