“წიგნთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც მივიღე და წავიკითხე, იქ მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებია და არ არის მოყვანილი შეფასებები. თქვენ ახსენეთ ქება-დიდება და მე ვნახე უბრალოდ ადამიანების ბიოგრაფიები, რომლებიც იყვნენ საქართველოს პირველი პირები. შესაბამისად, გაურკვეველია, რაზე ხდება ამ აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი და არანაირი შეფასებები იქ ვერ ვნახე”

ამბობს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეყვანაზე.