ჭავჭავაძეზე ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე ავარიის შედეგად.

მსგავსი შემთხვევა ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე 1 სექტემბერსაც მოხდა. ავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებისას 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.