ხარს რომ ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრძელებს საქმეს, ასეთი მთავრობები ჰყოლია ,,ოცნებას”- წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლაში უნარიანობა აჩვენა და ყოველთვის უნარიანი იყო.

წულუკიანის თქმით, მიუხედავად უნარიანობისა, ,,ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრძელებს საქმეს, აი, ასეთი მთავრობები ჰყოლია ქართულ ოცნებას” და მათზე გაბრაზებულა.

,,თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ მთავრობამ ახლა აჩვენა უნარიანობა, ეს ალბათ, უფრო გამოჩნდა, თორემ ქართული ოცნების ხელისუფლება, მე ვთვლი, რომ ყოველთვის იყო უნარიანი, უბრალოდ, ისე იყო, რაღაცნაირად, აი, ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრძელებს საქმეს, აი, ასეთი მთავრობები ჰყოლია ქართულ ოცნებას და ხანდახან გავბრაზებულვარ კიდეც, რომ კი ბატონო, ეს ბუზია და გიბწკინა, მაგრამ ხომ უნდა გქონდეს უფრო ადეკვატური რეაგირება”,- განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში.