“ყოველდღე მტრის განადგურებით, ოკუპანტებისგან ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლებით, ინფრასტრუქტურის აღდგენით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აჩერებენ რუსეთის ფედერაციის დანაშაულებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ახდენენ მის პრევენციას.

ხარკოვის ოლქში 24 დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ. სოფელი კუტუზივკა მაისის დასაწყისში დაიკავეს. საბავშვო ბაღის სარდაფში ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 170-მდე ადგილობრივი ცხოვრობდა. მათ შორის – 40 ბავშვი 3 თვიდან 12 წლამდე.

უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც სოფელი გაათავისუფლეს, ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი დახმარება გაუწიეს, გაუზიარეს ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ – წყალი, საკვები, ტანსაცმელი.

ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო. და ჩვენ ამას პატივით ვაკეთებთ. ერთად გამარჯვებამდე!”

აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი.