ხარკოვში გამარჯვების ეფექტს, შესაძლოა კიევის გათავისუფლების შედეგებზე დიდი სამხედრო სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდეს – ექსპერტის ანალიზი

ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე  ომის კვლევის ინსტიტუტის, (ISW) ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხარკოვში გამარჯვების ეფექტი შესაძლოა კიევის გათავისუფლების შედეგებზე გაცილებით დიდი სამხედრო სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდეს, რადგან ხარკოვის ოლქში მოპოვებული გამარჯვების შემდგომ რუსული არმიის ჩამოშლის პროცესი და დამარცხების პირდაპირ პრეცედენტი შეიქმნა.

“უკრაინის გენშტაბის მიერ არჩეული სამხედრო სტრატეგია ომის მეორე ეტაპზე ეფექტურად მუშაობს. ხარკოვის ოლქის ეტაპობრივი გათავისუფლებით ჩვენ მივიღეთ შემდეგი მოცემულობა:

1)უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა მანევრული და სტატიკური თავდაცვის ტაქტიკიდან, ეფექტურად აწარმოა კონტრშეტევების მთელი კასკადი, რომლის მეშვეობით რუსული საუკუპაციო ძალების წინააღმდეგობა ხარკოვის ოლქში ხერხემალში გადაამტვრია, ეს პრეცედენტი ნათლად წარმოაჩენს რომ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება გადაუჭრელი ამოცანა არ არ არის, პირიქით რუსებს უჭირთ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება და იქ თავდაცვის პლაცდარმების მოწყობა, იმის ფონზე როდესაც ომში კოლოსალური დანაკარგები აქვთ ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის სახით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ბელოგოროვკოს რაიონში მდინარე სევერსკი(ჩრდილოეთ) დონეცთან სადაც უკრაინელი არტილერისტების მიერ ორი რუსული ტაქტიკური ბატალიონი 70-მდე ჯავშანტექნიკასთან ერთას აღგვილ იქმა მიწისაგან პირისა…

2)ხარკოვში გამარჯვების ეფექტი შესაძლოა კიევის გათავისუფლების შედეგებზე გაცილებით დიდი სამხედრო სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდეს, რადგან ხარკოვის ოლქში მოპოვებული გამარჯვების შემდგომ რუსული არმიის ჩამოშლის პროცესი და დამარცხების პირდაპირ პრეცედენტი შეიქმნა, ამას მოწმობოს ბოლო დღეების განმავლობაში ლუჰანსკის სეპარატისტთა მასობრივი დეზერტირობა ისინი პირდაპირ ტოვებენ ბრძოლის ველს, ხარკოვის გათავისუფლებით რუსების შეტევები იზიუმსა და ლუკანსკში შეჩერდა…

ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილის გათავიაფულება მდინარე სევერსკი(ჩრდიოეთ)დონეცის თითქმის მთლიანი მარჯვენა სანაპიროთი უკრაინის არმიამ ამით მომარაგების ლოჯისტიკურ გზები გადაუჭრა რუსულ საოკუპაციო ძალებს იზიუმსა და ლუჰანსკის მიმართულებაზე, გამომდინარე აქედან რუსები შეტევების ეფექტურობა ამ მიმართულებით მკვეთრად რეგრესირებს, დღეს ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის გამცხადებით უკაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა იზიუმის მიმართულებაზე და წარმატებით ახორციელებს იზიუმის დასავლეთიდან რუსული პოზიციების განადგურებას. უახლოეს დღეებში უკრაინის არმის შეეცდება უკიდურესი ჩრდილოეთით(ბელგორიდის ოლქთან) მდებარე უაღრესად მნიშვნელოვანი დასახლების ვოვჩანსკის გათავისუფლებას რომელდინაც ხდება რუსული საოკიპაციო ძალების მომარგება იზიუმსა და ლუჰანსკში კუპიანსკის მაგაიტრალურის გამოყენებით, აღსანიშნავია ის გარემოება რომ ბელგოროდში(რუსეთი) მობილიზებული 17 ტაქტიკური ბატალიონის გამოყენება რუსებმა ვერ გარისკეს ქალაქ ხარკოვისათვის ბრძოლაში და უკრაინული არმიის კონტრშეტევების დროს, შესაძლოა ეს იმით აიხსნას რომ რუსები მოერიდნენ რეზერვების ჩართვას რადგან ლუჰანკსის ფრონტის ხაზი საგრძნობლად გაეწელათ და მანევრის საშუალება აღარ რჩებოდათ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ უკრაინის გენშტაბის მიერ პრიორიტეტად ხარკოვის ოლქის გათავისუფლება სწორი სამხედრო გადაწყვეტილება იყო რითაც რუსული არმიის გახლეჩვის ლოჯისტიკური გზების გაწელვისა და დეზორგანიზაცის პროცესი უკვე მკადიოდ გამოიკვეთა…

4)უკრაინის დასავლელი მოკავშირეების მიერ მიწოდებული შეარაღებამ თავისი წვლილი შეიტანა ამაში, გარდა ამისა უკრაინელმა სამხედროებმა დროის მცირე მონაკვეთში ეფექტურად აითვისეს დასავლური შეარაღება,ამით ნათლად დადასტურდა რომ ლენდლიზის კანონპორექტის ეფექტი ჯერ კიდევ წინ არის, ამ პროცესს რუსული საოკუპაციო ძალები ვეღარ შეაჩერებენ, ამას ადასტურებს ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის კვლევაც, რომელთა მოსაზრებით უკრაინის არმიას შეუძლია დაიბრუნოს კონტროლი მთელს დონბასის რეგიონზე თუ რუსული საოკუპაციო ძალები ვადაზე ადრე არ შეწყვეტენ შეტევას და ასახელებს სამ ძირითად შესაძლო განვითარების გზას:

რუსეთის ფედერაცია შეჩერდება და გადაწყვეტს უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას(რასაც ვერ მიაღწევენ);

რუსები შეეცდებიან დამატებითი ძალების მობილიზებას (ამავდროულად, მობილიზაცია არ გამორიცხავს სამხედრო კოლაფსს);

პუტინი გააგრძელებს არარეალური სამხედრო მიზნების განხორციელებას არასაკმარისი რესურსებით და საბოლოოდ დაიშლება უახლოეს თვეებში.

პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის დამარცხება როფორც პოლიტიკურ ასევე ბრძოლის ველზე შეუქცევად სახეს იღებს ეს კიდევ ერთხელ დასტურდება ხარკოვში განცდილი კოლოსალური დანაკრგების ფონზე.” – წერს რუსლან შავაძე.