“მივესალმებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას. აუცილებელია განაცხადს მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით.

ვთავაზობთ, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მაქსიმალურ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ აქტორს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან – გვერდით გადავდოთ მსჯელობა იმაზე, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა აღნიშნულ პროცესში, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე.

მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”

წერს ექსპრემიერი, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია. ცნობისთვის, ხვალ საქართველო დაჩქარებული წესით მიმართავს ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.