ბრიყვული მცდელობა აქვს, იმ მედიების დისკრედიტაცია მოახდინოს, რომელსაც ვერ აკონტროლებს – ბოკერია კალაძეზე

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებას ბრიყვული მცდელობა აქვს, რომ იმ მედიასაშაულებების დისკრედიტაცია მოახდინოს, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

„ძალაუფლების დაკარგვის შიშით არიან შეპყრობილი და ამის საფუძველი აქვთ. ისინი ძალაუფლებას შემდეგ არჩევნებში დაკარგავენ. ყველა მცდელობის მიუხედავად, მედია ვერ გააკონტროლეს და ეს იწვევს აგრესიას. იქ ხედავენ საფრთხეს და ახლა ბრიყვული მცდელობა აქვთ, რომ იმ საშუალებების დისკრედიტაცია მოახდინონ, რომელსაც ვერ აკონტროლებენ. სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან კიდევ რამდენიმე თვე, აგრძელებენ იმას, რასაც წლები შვრებოდნენ – სიძულვილის თესვას, საზოგადოების დაყოფას, რაც ქვეყნისთვის არის ცუდი,”- აცხადებს ბოკერია.

გუშინ კახა კალაძემ “ფეიკნიუსთან” ბრძოლის კამპანია დაიწყო. მისი თქმით, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს.