”კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ არ მიიღებს საქართველო, ამას ჩემი აზრით, არ აქვს დიდი კავშირი იმ რეალობასთან, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ეს ქვეყანა მიჰყავს საპირისპირო მიმართულებით იმ კონსტიტუციური არჩევანისგან, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა, რომ ჩვენი ადგილი უნდა იყოს ევროკავშირში და NATO-ში. ამიტომ, ცხადია ხელისუფლების შეცვლა იმისთვის, რომ განხორციელდეს ქართველი ხალხის უმრავლესობის, 90%-ის ნება და ეს ქვეყანა მართლაც დაადგეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ყველა შემთხვევაში არის აუცილებელი”.

აცხადებს  ”ლელო საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი.