ხელს ვაწერ სამი რამის გამო – ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, სადაც განმარტავს მიზეზებს რომლის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

“ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს

ხელს ვაწერ სამი რამის გამო”
1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები
2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს
3. არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეაყანაში
– არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ
რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლაეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს
ასევე:
ჩემი ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე
აპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო
მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მოვიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში
და ბოლოს:
მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართულო იყო მოლაპარაკებების პროცესში განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს სქართველოში
არ მგონია ბოლომდე გვქონდეს გააზრებული რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა”- წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.