ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ დღეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება, „სინოფარმის“ ვაქცინას, საგანგებო გამოყენების ნებართვა მიეცეს 18+ ასაკის ადამიანებში.
კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინას “სინოფარმს”,ეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს. „სინოფარმის“ ვაქცინამდე მსგავსი რეკომენდაცია გაცემული იყო „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ & ჯონსონის“ და „მოდერნას“ ვაქცინებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანას უკვე შეძენილი აქვს „სინოფარმის“ 100 000 დოზა ხოლო 4 მაისიდან, სრულწლოვანი მოქალაქეების „სინოფარმით“ აცრა დაწყებულია.