ჯაფარიძე: ხელისუფლებას ისე ესმის აშშ-ს და ევროპის კავშირის ნათქვამი, როგორც ვაჟა-ფშაველა

“ხელისუფლებას ისე ესმის აშშ-ს და ევროპის კავშირის ნათქვამი, როგორც ვაჟა-ფშაველა გაუგია. ყველაფერი უკუღმა”,- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე ევროპარლამენტარების განცხადებებზე ოცნების წევრების შეფასებებს.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ 7 ევროპარლამენტარი არ გამოხატავს მთელი ევროპარლამენტარების შეფასებას. ისინი გამორიცხავენ შეზღუდვების განხორციელებას.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან გავრცელებული განცხადება საქართველოში სერიოზულად უნდა აღიქვან.

7 წამყვანი ევროპარლამენტარი ითხოვს, შეჩერდეს საქართველოს ფინანსური დახმარება და შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა. მათი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობები საფრთხეშია.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადაწყვიტონ მომავალი არჩევნების და ორი პოლიტიკური საქმის საკითხი.