1 წელი გადის 20 ივნისიდან, ვინ ამოთხარა მაკო გომურს თვალი? – ელენე ხოშტარია გახარიას

პარლამენტის წევრმა, ელენე ხოშტარიამ პრემიერ გიორგი გახარაის მაკო გომურის შესახებ კითხვა კიდევ ერთხელ დაუსვა. მისი თქმით, 1 წელი გადის 20 ივნისიდან, მაკო გომურმა კი ჯერაც არ იცის, ვინ ამოთხარა თვალი.

,,1 წელი გადის 20 ივნისის შემდეგ და ამ დარბაზში მე რამდენიმე თვის წინ დაგისმით მაკო გომურის კითხვა, რომელსაც აინტერესებდა, ვინ დააზიანა ეს ადამიანი, ვინ ამოთხარა მას თვალი. სამწუხაროდ, თქვენ მაშინ ცინიკურად მიპასუხეთ, რომ თავად მოაგვარებთ მაკო გომურთან ურთიერთობას”,- ამბობს ხოშტარია.

მისი თქმით, აქ საუბარი არის ურთიერთობაზე ვინმესთან, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე დაზარალებული ადამიანის მიმართ.

მან აღნიშნა, რომ ეს კითხვები არასდროს გაქრება და პასუხს აუცილებლად მოითხოვს.