10 მარტს კულება და ლავროვი ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს 10 მარტს თურქეთში შეხვდებიან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციას, რომ ეხვედრას თავადაც დაესწრება. შეხვედრა ანტალიაში გაიმართება.

ეს იქნება პირველი მოლაპარაკება ქვეყნების პირველ დიპლომატებს შორის ომის დაწყების შემდეგ.