10 პროდუქტი რომლებიც კბილებს ვნებს

კბილებისთვის საშიში პროდუქტების ხსენებისას ყველას პირველ რიგში ტკბილეული და ყავა ახსენდება. თუმცა, კიდევ ბევრი პროდუქტია, რომლებიც კბილებს საფრთხეს უქმნის. გთავაზობთ ათ მათგანს, რომლებიც კბილებს და ღრძილებს ვნებს:

1. მზესუმზირა

ის არც ისე საშიშია, თუ მზესუმზირას ხელით გარჩევას ხართ მიჩვეული. მათთვის კი, ვინც მზესუმზირას კბილებით არჩევს, ცუდი ამბავი გვაქვს. ეს ღრძილებს აზიანებს და კბილებზე დამატებით დატვირთვას ქმნის, რამაც შეიძლება დეფორმაცია გამოიწვიოს.

2. ტომატის სოუსი

ტომატის სოუსი ისეთ მჟავებს შეიცავს, რომლებიც კბილის მინანქარს და პიგმენტებს აზიანებენ, დაზიანებულ კბილებს კი მუქ ფერს აძლევენ.

3. გაზიანი სასმელები

გაზიანი სასმელები კბილის დამცავ ფენას – პილიკულას ანადგურებენ. ის ნერწყვის საშუალებით წარმოიქმნება და კბილებს ბაქტერიებისგან იცავს. ტკბილი გაზირებული სასმელი ორმაგად მავნებელია, რადგან ის შაქარსაც შეიცავს, რომელიც მავნე მიკროფლორას კვებავს და კბილის მინანქრის დაშლას უწყობს ხელს.

4. ციტრუსები

ეს ხილი მჟავებს შეიცავს, რომლებმაც კბილის მყარ ქსოვილებზე შესაძლოა დამღუპველი გავლენა იქონიოს. ციტრუსების მცირე რაოდენობა უსაფრთხოა, თუმცა არ დაგავიწყდეთ მათი მიღების შემდეგ პირში წყალი გამოივლოთ.

5. ცხელი ჩაი ლიმონით

თქვენი კბილებისთვის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მავნებელია. მითუმეტეს, რომ ლიმონი, როგორც ციტრსოვანების წარმომადგენელი საკმაოდ აგრესიულ მჟავა გარემოს ქმნის, რომელიც კბილებზე ცუდად აისახება.

6. ალკოჰოლი

ალკოჰოლი კბილებს საფრთხეს იმის გამო უქმნის, რომ ნერწყვის გამოყოფას აქვეითებს, რაც ავტომატურად ტოვებს ჩვენს კბილებს ბუნებრივი დაცვის გარეშე.

7. რძის ფაფები

საჭმლის მონელებისთვის და კუჭნაწლავისთვის სასარგებლო ფაფები კბილებისთვის სულაც არ არის სასარგებლო. მათი წებოვანი ტექსტურის გამო ნარჩენები შესაძლოა დიდხანს შემორჩეს პირის ღრუში და კარიოზული მიკროფლორა კვებოს.

8. პოპკორნი

ღრძილებში ჩარჩენილი პოპკორნის ნაწილაკები შესაძლოა ღრძილების სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. ბასრი კიდეები როგორც რბილ, ასევე მყარ ქსოვილებს აყენებს ტრავმას. პოპკორნის მსხვილ მარცვალს კი შეუძლია კბილის მოტეხვა გამოიწვიოს.

9. დამჟავებული პროდუქტები

როგორც წესი, მარინადები ძმრით მზადდება, რომელიც ცუდად მოქმედებს როგორც მინანქარზე, ისე ღრძილებზე.

10. ჩირი

გამომშრალი ხილი ხშირად ეწებება კბილის მინანქარს კბილებს შორის მყარად იჭედება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ შემადგენლობაში ბევრი ბუნებრივი შაქარია, ეს პირის ღრუში მავნე ბაქტერიების რაოდენობის ზრდას იწვევს.